აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია იმართბა, მოქალაქეები თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვენ
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია იმართება. ე.წ ოცნების ქალაქის მცხოვრებლები და სხვადასხვა სოციალური პრობლემის მქონე მოქალაქეები შეიკრიბნენ. ისინი თორნიკე რიჟვაძესთანშეხვედრას და საკითხების მოგვარებას ითხოვენ.
ამბობენ, რომთუ ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს, პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართავენ.
აქციაზე მივიდნენ ე.წ. ოცნების ქალაქში მცხოვრებლები. ისინი გარანტიებს ითხოვენ და აცხადებენ, რომ ბინის გარეშე არცერთი მოქალაქე არ უნდა დარჩეს.
'ამინდმა არ შეუწყო ხელი ფართომასშტაბიანი აქციის ორგანიზებას. ეს არის ერთგვარი გამაფრთხილებელი აქცია. ჩვენი მოთხოვნაა 1740 ოჯახზე გაკეთდეს ინდივიდუალური ხელშეკრულება იმის თაობაზე თუ რომელ ეტაპზე აკმაყოფილებენ ადამიანებს ''ოცნების ქალაქში'' ეს იქნება ბინა, ფულადი კომპენსაცია თუ დაკანონება. მე ვსაუბრობ 'ოცნების ქალაქის' სამივე დასახლების სახელით' - განაცხადა მარინა ბერიძემ.
აქციაზე იმყოფებიან სოფელკირნათში მცხოვრები მოქალაქეები, რომლებიც რამდენიმე თვეა ჰესის მშენებელი კომპანიისგანკომპენსაციებს ითხოვენ. ასევე მთავრობას
მთავრობის სახლთან შეკრებილები ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებენ.
'მიგვიღონ კაბინეტში ტელევიზიასთან ერთად რამდენიმე ადამიანი მაინც, რომ ვუთხრათ პირადადჩვენი გასაჭირი'- ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
აქციაზე იმყოფება უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე. მისი თქმით, მთავრობას საკითხების მოსაგვარებლად 10 დღიან ვადას აძლევენ.
'დღევანდელი ამინდიდანგამომდინარე აღარ გავშლით კარვებს, რაც დაგეგმილი გვქონდა. ჩვენ არ ვუერთდებით აქ მიმდინარე აქციას. ეს არის სოციალური აქცია. სხვაგან მთავრობა არ არის და სხვაგან ამ მიზეზით უბრალოდ აქციას ვერ ჩავატარებთ. ეს არის სოციალური აქცია.
ჩვენ 10 დღიან ვადას ვაძლევთ მთავრობას პრობლემების მოსაგვარებლად. ვითხოვთ მათ შეხვდეს ხელისუფლება. აქ არიან ავტობანის მშენებლობის დროს დაზარალებულები, ჰესების მშენებლობით დაზარალებულები, თვითდასაქმებულები, იპოთეკარები და ''ოცნების ქალაქში''მცხოვრებლები. ისინიითხოვენ კატეგორიების დადგენას, ინდივიდუალურ ხელშეკრულებებს'' - განაცხადა თამაზ ბაკურიძემ.