ძალიან მნიშვნელოვანია შეთანხმება ბოლომდე შესრულდეს და გიორგი რურუამ საპატიმრო დატოვოს-ოქრუაშვილი
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/?newsid=143568
ძალიან მნიშვნელოვანია შეთანხმება ბოლომდე შესრულდეს და გიორგი რურუამ საპატიმრო დატოვოს-განაცხადა საპატიმროდან გამოსულმა, "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა.
„ერთადერთი ადვილად შესასრულებელი დაპირება გასცა ივანიშვილმა, რომ ოპოზიციონერს მრავალ წელს გაუშვებდა ციხეში და ესეც ვერ შეასრულა. მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა 8 მარტის შეთანხმების გაფორმებაში, რომლის ნაწილიც იყო ჩვენი გათავისუფლება განსაკუთრებით მადლობას ვეუბნები ოპოზიციის ყველა ლიდერს და განსაკუთრებულ მადლობას ვეუბნები ამერიკის ელჩს ქალბატონ დეგნარს და ევროკავშირის ელჩს ჰარცელს, ისევე როგორც სენატორ რიშს და ბატონ კუბილიუსს. რომ არა მათი შეფასებები ეს შედეგი არ შესრულდებოდა. ძალიან მნიშვნელოვანია შეთანხმება ბოლომდე შესრულდეს და გიორგი რურუამ საპატიმრო დატოვოს. ეს შეთანხმება არ არის შეთანხმება საარჩევნო პროცესის ცვლილების შესახებ ეს შეთანხმება, არ არის არჩევნების შესახებ ეს არის შეთანხმება საქართველოში მშვიდობიანად ხელისუფლების შეცვლის შესახებ. მე ვაპირებ, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყო ოპოზიციის კონსოლიდირებას, მაქსიმალურად ხელი შევუწყო იმას რომ ოპოზიციამ ხელი შეუწყოს იმას რომ ოპოზიციამ მოახერხოს იმ შედეგის დადება, რაც საფუძველს შეუქმნის კოალიციური მთავრობის შექმნას“,-განაცხადა ოქრუაშვილმა.