​საგარეო საქმეთა სამინისტრო საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის დაჭრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად გმობს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის დაჭრისა და უკანონო დაკავების ფაქტს, - ამის შესახებ სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში არის აღნიშნული. „მსგავსი პროვოკაცია რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან, რომლებიც უკანონოდ არიან განლაგებული საქართველოს ტერიტორიის შუაგულში და უხეშად არღვევენ ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს, კიდევ ერთხელ ადასტურებს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობას. საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად მოითხოვს დაჭრილი და უკანონოდ დაპატიმრებული საქართველოს მოქალაქის დაუყოვნებლივ გადმოცემას ქართული მხარისათვის. საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, უზრუნველყოს ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების შეუზღუდავი წვდომა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და დაიწყოს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უპირობო შესრულება. საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, მკაცრი შეფასება მისცეს საოკუპაციო ძალების უკანონო მოქმედებებს და დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციების აღსაკვეთად“, - აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. სხვილოს ციხესთან ზაზა გახელაძე რუსმა ოკუპანტებმა დააკავეს. იგი სოფელ ქვემო ჭალას მცხოვრებია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიადასტურებენ, რომ დაკავებულიმამაკაციფეხშიადაჭრილი.