ციხანოუსკაია უნდობლობას უცხადებს ლუკაშენკას მიერ დაგეგმილ საკონსტიტუციო ცვლილებას

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა და დევნილობაში მყოფი ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდრემა, სვიატლანა ციხანოსუკაიამ, განაცხადა, რომ ის უნდობლობას უცხადებს ლუკაშენას იდეას ახალი კონსტიტუციის პროექტის მომზადებისა და საკონსტიტუციო რეფერენდუმის გამართვის თაობაზე. „ბელარუსში მხოლოდ ერთადერთი ახალი კონსტიტუცია შეიძლება იქნას მხარდაჭერილი - სახალხო კონსტიტუცია. იგი უნდა განიხილოს და დაამტკიცოს ხალხმა, ხოლო ადამიანს, რომელმაც ტერორს უწყობს ბელარუსებს, არაფერი ესაქმება ქვეყნის მთავარ კანონთან“, - განაცხადა ციხანოუსკაიამ. მანამდე ალიაქსანდრ ლუკაშენკამ კვლავა გაიმეორა დაპირება, რომ წლის ბოლომდე მომზადდება ახალი კონსტიტუციის პროექტი, რომელზეც გაიმართება საერთო სახალხო რეფერენდუმი. ბელარუსის ოპოზიცია უპირისპირდება ხელისუფლების მიერ ახალი კონსტიტუციის მომზადებას და მიაჩნია, რომ ამით ლუკაშენკა შეეცდება გააჭაინუროს ხელისუფლებაში დარჩენის პროცესი. ბელარუსში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როცა ოფიციალური მონაცემებით, ლუკაშენკამ გაიმარჯვა, არ წყდება საპროტესტო გამოსვლები, რომელთა მონაწილეები ლუკაშენკას გადადგომას და იმ პირების დასჯას ითხოვენ, ვინც პასუხიმგებელია მშვიდობიანი აქციების ჩახშობისთვის. ოპოზიცია და დასავლეთი ლუკაშენკას არ აღიარებენ პრეზიდენტად. https://www.radiotavisupleba.ge/a/31041585.html #ახალი_ამბები #twitter