კორონავირუსის გამო სააღმზრდელო პროცესი დროებით 13 საბავშვო ბაღში შეწყდა

Tbilisi Daily

კორონავირუსის შემთხვევების გამო, თბილისში 13 საბავშვო ბაღი დროებით დაიხურა. როგორც ირკვევა, ბაღების თანამშრომელთა ნაწილს COVID-19 დაუდასტურდა, პერსონალის ნაწილს კი კოვიდინფიცირებულებთან ჰქონდა კონტაქტი. თანამშრომლები თვითიზოლაციაში, დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან. თბილისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 12 ოქტომბერს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ახალი რეგულაციების მიხედვით განახლდა.