სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს, საკლასო ოთახებში დაიწყება - განათლების მინისტრი
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
საქართველოს განათლების მინისტრის განცხადებით, სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაიწყება.მიხეილ ჩხენკელის თქმით, სწავლა საკლასო ოთახებსა და უნივერსიტეტების აუდიტორიებშიგანახლდება.
„დღევანდელიეპიდსიტუაციიდანგამომდინარე რაც შეეხება სექტემბერში სწავლის დაწყებას, სკოლებში სწავლა საკლასო ოთახებში დაიწყება 15 სექტემბერს, ჩვეულ რეჯიმში. ასევე უნივერსიტეტებში,აუდიტორიებსადა სკოლებში, საკლასო ოთახებში დაიწყება სასწავლო წელი. რასაკვირველია, ჩვენ მზად ვართ ყველა სცენარისთვის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ დღევანდელი მონაცემებიდან გამომდინარე, ჩვენ განვაახლებთ სასწავლო პროცესს, ანუ სასწავლო წელი დაიწყებ ჩვეულ რეჟიმში საკლასო ოთახებში დააუდიტორიებში, მაგრამ ასევე, ჩვენ მზად ვართ ყველანაირი სცენარისთვის და რასაკვირველია, საგანმანათლებლო სისტემა მოერგება იმეპიდსიტუაციას, რომელიც იმ დროს იქნება აქტუალური“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.