თბილისში დენი გაძვირდა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
თბილისში დენი გაძვირდა. სემეკის გადაწყვეტილებით, თბილისში იზრდება როგორც სამომხმარებლო, ასევე, არასაყოფაცხოვრებო ტარიფი. სამომხმარებლო ტარიფი 2,964 თეთრით გაიზარდა, არასაყოფაცხოვრებო ტარიფი კი 9,5 თეთრიდან 10,9 თეთრამდე.
ტარიფი 6 თვე იქნება ძალაში, 1 ივლისს სემეკი ტარიფებს ხელახლა გადახედავს. ზრდა უფრო მაღალი იქნებოდა, თუმცა "სემეკმა" 16 მილიონი ლარით შეუმცირეს "თელასს" წარმოდგენილი ხარჯები, რაც საერთო ხარჯის 18 პროცენტი იყო.
საყოფაცხოვრებო ტარიფი:
0 კვტ.სთ-დან 101 კვტ.სთ-ის ჩათვლით - იზრდება 12,325 თეთრიდან 15,289 თეთრამდე;
101 კვტ.სთ-დან 301 კვტ.სთ-ის ჩათვლით - იზრდება 15,725 თეთრიდან 18,689 თეთრამდე;
301 კვტ.სთ-დან და მეტი - იზრდება 19,525 თეთრიდან 22,489 თეთრამდე.
ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველ მოხმარებულ 100 კვტ.სთ-ზე ოჯახი 3 ლარით მეტს გადაიხდის.
არასაყოფაცხოვრებო ტარიფი:
110-35 კვ - იზრდება 13,653 თეთრიდან 23,195 თეთრამდე;
10–6–3.3 კვ - იზრდება 14,307 თეთრიდან 25,124 თეთრამდე;
0.4 კვ - იზრდება 18,067 თეთრიდან 27,908 თეთრამდე.
ფასში არ არის გათვალისწინებული დღგ.
"ვერ გავიზიარებთ თქვენ მიერ შემოთავზებულ ტარიფების სტრუქტურას... ალბათ, მიზანშეწონილი იქნებოდა, რომ პროექტში აღნიშნული იყოს, რომ 6-თვიან პერიოდში, კომპანიის აცდენა რეალობასთან ტარიფში 2021 წლის ივლისიდან აისახოს... აცდენა ჩვენსა და თქვენს გამოთვლებს შორის არის დაახლოებით 150 მლნ კვტ.სთ, რაც არის დაახლოებით 13 მლნ ლარი.", - განაცხადა "თელასის" წარმომადგენელმა.
2021 წლის ივლისისთვის "სემეკი" ტარიფებს ხელახლა გადახედავს.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მოქალაქეებს მომავალ წელს არ მოუწევთ ელექტროენერგიის საფასურის გაზრდილი ტარიფით გადახდა.
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, „საქართველოს მთავრობა სხვაობას დღევანდელ ტარიფსა და გაზრდილ ტარიფს შორის, რომელსაც დღეს დაადგენს კომისია, სრულად დაასუბსიდირებს 300 კილოვატამდე მოხმარების აბონენტებისთვის“.
გახარიას თქმით, საქართველოში 1 700 000 აბონენტია და მათგან 1 600 000 მოიხმარს 300 კილოვატზე ნაკლებს, რაც ნიშნავს, რომ სუბსიდირება შეეხება ოჯახების 95%-ს.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31024174.html
#ახალი_ამბები
#twitter