საქართველოში კორონავირუსის ათი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Pirveliradio Ge

საქართველოში კორონავირუსის ათი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. აღნიშნული მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 421 შემთხვევაა დადასტურებული.​ გამოჯანმრთელდა ხუთი პაციენტი. განკურნებულთა რაოდენობა 1 137-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7005 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 255.