ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ კახათში.

Zugdidi Daily

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზად მაღალ სიჩქარეს ასახელებენ. მერსედესის მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბორდიულს შეეჯახა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანამ დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ამ წუთებში მათ სამედიცინო კვლევები უტარდებათ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276 მუხლით დაიწყო. #კახათი #სამეგრელო #ავტოსაგზაოშმეთხვევა #დაშავებულები #სასწრაფოდახმარება #გამოძიება #შსს #zugdididaily _____________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com