covid19-ის რამდენი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში?

Zugdidi Daily

4 ოქტომბერს, სამეგრელოს რეგიონის მასშტაბით, გატესტილი 178 ბიოლოგიური ნიმუშიდან, 10 პირს ახალი კორონავირუსი დაუდგინდა. აქედან, 7 შემთხვევა ზუგდიდში გამოვლინდა, 3 - ჩხოროწყუში. ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ ისაუბრა."ზუგდიდში გამოვლენილი 7 შემთხვევიდან, 3 "ოქროს ბირჟას" უკავშირდება, 3 შპს "გორგიას" საწყობის დარაჯს. ასევე, ინფექცია ზუგდიდის საავადმყოფოში დაუდასტურდა ზუგდიდი-ზესტაფონის სამარშუტო ტაქსის მძღოლს. მიმდინარეობს ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა", - აღნიშნა თორიამ.ამ დროისთვის, რუხის კლინიკაში 71 კოვიდდადებითი პაციენტი მკურნალობს, მათგან 5-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. რაც შეეხება ფოთის კლინიკას, აქ 19 ინფიცირებული მკურნალობს.რეგიონის მასშტაბით, სულ ინფიცირებულია 180 პირი. კარანტინის რეჟიმს კი 133 მოქალაქე გადის. ________________ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #კორონავირუსი #სამეგრელო #zugdididaily #ახალიამბები წყარო: რადიო ათინათი