​ლაგოდეხის მოსახლეობა სასმელი წლის ლაბორატორიულად შემოწმებას და მრიცხველების გაუქმებას ითხოვს

Tbilisi Daily

ლაგოდეხის მოსახლეობამ სასმელ წყალზე მრიცხველების გაუქმების მოთხოვნით მორიგი აქციაა გამართა. ადგილობრივები, განმარტავენ,რომ მას შემდეგ რაც სასმელ წყალზე მრიცხველები დაამონტაჟეს,გადასახდები გაუორმაგდათ და ვეღარ იხდიან .მიზეზი კი სარწავი სისტემის არ არსებობაა,რის გამო სასმელ წყალს იყენებენ და გადასახადებზე აისახება. აქციის მოანწილეები ასევე,წყლის უხარისხობაზე მიუთითებენ და დაუყოვნებლივ შემოწმებას ითხოვენ. მათი ინფორმაციით, წყლის ახალი სისტემისთვის 14 მილიონი ლარი დაიხარჯა,თუმცა დახარჯვის სასმელი წყალი დაბინძურებული და ჯანმთელობისთვის საშიშია. აქციას შეუერთდა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კახეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი. გიორგი ბოტკოველის გამოჩენა მიუღებელი აღმოჩნდა ლაგოდეხის საკრებულოს წევრისთვის "ევროპული საქართველოდან". გიორგი ენუქიძის განცხადებით, მათი პრობლემა გამიჯნულია პოლიტიკისგან და ის აქცია იმყოფება როგორც ადგილობრივი, ოპონენტის გამოჩენა კი აქციას პოლიტიკურ ელფერს შესძენს. ადგილობრივები მოთხოვნების არ დაკმაყოფილების შემთხვევაში აქციების გამართვას გეგმავენ და სასამართლოში სარჩელის შეტანას არ გამორიცხავენ.