გურჯაანში კაცი ცივი იარაღით დაჭრეს
Pirveliradio Ge
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში კაცი თანასოფლელმა ცივი იარაღით მუცლის არეში დაჭრა.
უწყების ცნობით, დაჭრის ბრალდებით 1959 წელს დაბადებული პირი დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოედქსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.