74%-ის აზრით, Covid-19-ის შედეგებისგან ეკონომიკა სწრაფად ვერ აღდგება - Edison Research

Pirveliradio Ge

Edison Research-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებით, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა - 74% - ფიქრობს, რომ ქვეყნის ეკონომიკა Covid-19-ის უარყოფითი შედეგებისგან სწრაფად ვერ აღდგება. ეკონომიკის სწრაფად აღდგენის მოლოდინი მხოლოდ 26%-ს აქვს. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანიამ Edison Research ჩაატარა. კვლევა 23 ივნისი - 13 ივლისის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 18 წლისა და მეტი ასაკის 2000 ადამიანი. შედეგების ცდომილება + - 2.1%-ია.