მსოფლიოს ქვეყნები განაგრძობენ კორონავირუსის გავრცელებასთან შეზღუდვებით და ვაქცინაციით ბრძოლას

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

მსოფლიოს ქვეყნები განაგრძობენ კორონავირუსის გავრცელებასთან გადაადგილების შეზღუდვით ბრძოლას, პარალელურად გრძელდება ვაქცინაციის პროგრამები. კანადის ყველაზე მეტად დასახლებულმა პროვინციამ, ონტარიომ, 14 იანვარს მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდა, გარეთ გასვლა მხოლოდ ექიმთან მისასვლელად და საკვების საყიდლად არის რეკომენდირებული.  ინდონეზიის პრეზიდენტმა, ჯოკო ვიდოდომ 13 იანვარს გაიკეთა ჩინეთის მიერ წარმოებული, Sinovac-ის ვაქცინის პირველი დოზა, მას შემდეგ, რაც ქვეყნის ჯანდაცვის მესვეურებმა პრეპარატის მოხმარების ნებართვა გასცეს.  ჩინეთში პეკინთან ახლოს, ხუთი მილიონი ადამიანით  დასახლებული ქალაქი დაემატა "ლოკდაუნის" სივრცეს, რადგან იზრდება ინფიცირების მაჩვენებელი.  პარალელურად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტები ჩავიდნენ ჩინეთის ცენტრალურ ქალაქ ვუჰანში, დაავადების წარმოშობის გამოსაძიებლად.  ევროპაში, კომპანია AstraZeneca ევროკავშირისგან ითხოვს ნებართვას COVID-19-ის საწინააღმდეგო თავისი ვაქცინის მოხმარებაზე. ეს პრეპარატი ბრიტანულმა ფარმაცევტულმა კომანიამ ოქსფორდის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით შექმნა.  https://www.radiotavisupleba.ge/a/31044677.html #ახალი_ამბები #twitter