სალომე ზურაბიშვილი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაღუპულთა ოჯახის წევრებს უსამძიმრებს
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, ავტოავარიისას დაღუპულთა ოჯახის წევრებს უსამძიმრებს.
„მწუხარებას გამოვთქვამ გორთან მომხდარი ტრაგედიის გამო. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს, დაზარალებულებს კი, სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“.
ექვსი ადამიანი ემსხვერპლა გორთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 30 ოქტომბერს, გვიან ღამით. 11-მა ადამიანმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. მომხდარი ფაქტზე დაკავებულია თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1958 წელს დაბადებული მ.ს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით - ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. მსგავსი დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე.
მიკროავტობუსი, რომელსაც ტრაილერი შეეჯახა, თბილისიდან ზუგდიდში მიდიოდა, მგზავრები თავისუფლების მოედანზე გამართულ წინასაარჩევნო აქციაზე იმყოფებოდნენ.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30920718.html
#ახალი_ამბები
#twitter