საგანგებო რეჟიმი დარღვევაზე არანაირი ამნისტიის გამოცემა დღის წესრიგში არ დგას - ანრი ოხანაშვილი

Tbilisi Daily

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, იმ პირების მიმართ, რომლებმაც საგანგებო რეჟიმი ან კარანტინისა და იზოლაციის წესი დაარღვიეს, არანაირი ამნისტიის გამოცემა დღის წესრიგში არ დგას. მისი შეფასებით, ოპოზიცია უპასუხისმგებლო განცხადებას აკეთებს, როდესაც ამბობს, რომ ხელისუფლებამ პასუხი არ უნდა მოსთხოვოს იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნიან. ,,ჩვენი ვალდებულებაა მოსახლეობის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა. რაც შეეხება ამნისტიის საკითხს, არ დგას დღის წესრიგში არანაირი ამნისტიის გამოცემა იმ პირების მიერ ჩადენილი ქმედებიბისთვის, რომლებმაც დაარღვიეს საგანგებო ან საომარი რეჟიმი, ან კარანტინის და იზოლაციის წესი საგანგებო და საომარი რეჟიმის დროს და ამით საფრთხე შეუქმნეს ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. აღნიშნული საკითხი, რა თქმა უნდა, პარლამენტის პრეროგატივაა, მაგრამ არანაირი ამნისტია ამ ეტაპზე არ განიხილება,“- განაცხადა ოხანაშვილმა. #ამნისტია #ოხანაშვილი #საგანგებომდგომარეობა #ოპოზიცია #tbilisidaily