ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირებულთათვის სპეციალური ბლოკები მოეწყობა

Sokhumi Daily

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტრო COVID-19– ით ინფიცირებული ადამიანების სამკურნალოდ სპეციალური ბლოკების მოწყობას გეგმავს. აფხაზეთის დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრის, თამაზ წახნაკიას თქმით, ოკუპირებულ აფხაზეთში სამედიცინო დაწესებულებებსა და ინფექციურ საავადმყოფოში 100 საწოლი განთავსდება მსუბუქი ფორმით კოვიდინფიცირებულის სამკურნალოდ. მისივე თქმით, გაგრას საავადმყოფოში თითქმის დასრულებულია განყოფილების შეკეთება, სადაც დაინფიცირებული ადამიანების მისაღებად განთავსდება 20 საწოლი. წახნაკიას თქმით, 12-13 ოქტომბრისთვის აფხაზეთის დე ფაქტო დამოუკიდებელი რესპუბლიკის ინფექციურ საავადმყოფოს 30 საწოლი დაემატება. რაც შეეხება გალს, საავადმყოფოში მისი რემონტის შემდეგ 10 საწოლი დამონტაჟდება კორონავირუსით დაავადებულთა მისაღებად და სამკურნალოდ. დე ფაქტო მინისტრის თქმით, რეგიონული საავადმყოფოების ყველა განყოფილება შეიქმნება სანიტარული სტანდარტების გათვალისწინებით, რათა თავიდან იქნას აცილებული სხვა ინფიცირებულ პაციენტებთან კონტატი. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. ფოტო: Pravda - Abh #SokhumiDaily #Sokhumi #სოხუმი #აფხაზეთი #ახალიამბები #აფხაზეთისაქართველოა