მექსიკაში წყალდიდობის შედეგად 20 ათასამდე სახლი დაზიანდა
Tbilisi Daily
მექსიკაში წყალდიდობამ 20 ათასამდე სახლი დააზიანა.
სტიქიამ ყველაზე დიდი ზიანი ტაბასკოს შტატს მიაყენა, სადაც სახლების გარდა, გზები და ხიდებიც დაზიანდა.
ქვეყნის პრეზიდენტის, ანდრეს მანუელ ლოპეს-ობრადორის განცხადებით, მთავრობა დაზარალებულებს დაეხმარება.
წყალდიდობა ერთკვირიანმა გადაუღებელმა წვიმამ გამოიწვია.
ბოლო მონაცემებით, უამინდობას 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.