იაპონიაში დიდთოვლობამ ათასზე მეტი მანქანა ჩაიხერგა

Tbilisi Daily

იაპონიის ნიგატის პრეფექტურაში დიდთოვლობის გამო ავტომაგისტრალზე ათასზე მეტი მანქანა ჩაიხერგა. ავტომობილებში ხანგრძლივად ყოფნის გამო, რამდენიმე ადამიანი შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოებში გადაიყვანეს. გზები იწმინდება, თუმცა ავტომაგისტრალზე ამ დრომდე ასობით მანქანა არის ჩარჩენილი. მოქალაქეების დასახმარებლად მეხანძრე-მაშველები მუშაობენ.