დღეს გაიმართება სინოდის სხდომა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

დღეს, 11 თებერვალს, საპატრიარქოში სინოდის სხდომა გაიმართება. ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ საპატრიარქოს პრესსამსახურმა გაავრცელა: "გაცნობებთ, რომ ხუთშაბათს, 2021 წლის 11 თებერვალს, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია მეორის მოწვევით გაიმართება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა", - აღნიშნულია განცხადებაში. ამ დროისათვის უცნობია, რა საკითხებს განიხილავს  სინოდი, თუმცა არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი საკითხი კორონავირუსის საწინაღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით საპატრიარქოს პოზიციის შეჯერება იქნება. 21 იანვარს საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა ანდრია ჯაღმაიძემ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ სასულიერო პირების ვაქცინაციის შესახებ სინოდის სხდომაზე იმსჯელებენ. https://www.radiotavisupleba.ge/a/31097034.html #ახალი_ამბები #twitter