Facebook-ი ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის სისტემატიურ დარღვევაში დაადანაშაულეს

Tbilisi Daily

აშშ-ის ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ და 40-ზე მეტმა შტატმა კომპანია Facebook-ი ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის სისტემატიურ დარღვევაში დაადანაშაულა. კერძოდ, Facebook-ს სოციალური ქსელი Instagram-ისა და WhatsApp-ის აპლიკაციის შეძენაში ედავებიან. სარჩელში ნათქვამია, რომ Facebook-ი არაკანონიერად ინარჩუნებს მონოპოლიას სოციალური ქსელების სფეროში და წლების განმავლობაში კონკურენციის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს ახორციელებს. აშშ-ის ფედერალურ სავაჭრო კომისიაში მიიჩნევენ, რომ Facebook-მა თავისი მონოპოლიის შესანარჩუნებლად სოციალური ქსელი Instagram-ი და WhatsApp-ის აპლიკაცია შეიძინა. აშშ-ის ფედერალურ სავაჭრო კომისია Facebook-ის იმ აქტივების გასხვისებას მოითხოვს, რომელიც კომპანიამ ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევით მიიღო.