წელს სექტემბერი მეტეოდაკვირვების ისტორიაში ყველაზე ცხელი იყო
Tbilisi Daily
ამინდის სამსახურ Copernicus-ის ცნობით, გასული თვე მეტეოროლოგიური დაკვირვების ისტორიაში ყველაზე ცხელი სექტემბერი იყო. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, 2020 წლის სექტემბერში ტემპერატურა გასული წლის მეცხრე თვესთან შედარებით 0,05 C გრადუსზე მაღალი იყო. მეცნიერები აცხადებენ, რომ ეს ადამიანის საქმიანობის კლიმატზე ნეგატიური გავლენის მორიგი მტკიცებულებაა.
Copernicus-ის სპეციალისტები ასევე აღნიშნავენ, რომ ჰაერის ტემპერატურა ციმბირის არქტიკაში საშუალოზე მაღალი იყო, არქტიკის ზღვის ყინულის დნობის ინტენსივობა სატელიტური დაკვირვების განხორციელების განმავლობაში მეორე ადგილზე იყო. გლობალურად კი ტემპერატურის მატებამ ხელი შეუწყოს ტყის ხანძრებს კალიფორნიასა და ავსტრალიაში.