ანა დოლიძე- დავით გარეჯი დაცულ ტერიტორიად უნდა გამოცხადდეს და ვმართოთ აზერბაიჯანთან ერთად
Tbilisi Daily
"მოძრაობა ხალხისთვის" თავმჯდომარე ანა დოლიძე ინიციატივით გამოდის - დავით გარეჯი დაცულ ტერიტორიად გამოცხადდეს.
მისი თქმით, ეს იქნება გრძელვადიანი გარანტია იმისათვის, რომ საქართველომ აზერბაიჯანთან ერთად ამ ტერიტორიის მართვა შეეძლოს, დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხების განხილვა კი პარალელურ რეჟიმში უნდა მიმდინარეობდეს.
"ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს დავით გარეჯის გამოცხადება დაცულ ტერიტორიად. ამას ათ წელზე მეტია ითხოვს მთელი რიგი მეცნიერების გაერთიანებები და ეს იქნება უპრიანი, მდგრადი გადაწყვეტილება, რომელიც იქნება სასარგებლო კულტურული, ტურისტული, ეკონომიკური თვალსაზრისით და მოგვცეს საშუალებას აზერბაიჯანთან ერთად, ორივე სახელმწიფოს სასარგებლოდ ვმართოთ ეს ტერიტორია. გამოძიება და დემარკაციის საკითხი შეიძლება მიმდინარეობდეს პარალელურად,"-განაცხადა ანა დოლიძემ.