ანატოლი ბიბილოვს კორონავირუსი დაუდასტურდა
Gori Daily
ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის ე.წ. „პრეზიდენტის“ ანატოლი ბიბილოვს კორონავირუსი დაუდასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ბიბილოვის პრესმდივან დინა გასიევაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი თქმით, „პრეზიდენტს“ ვირუსის იოლი ფორმა აქვს და საკუთარი „მოვალეობის“ შესრულებას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს.
ცნობისათვის, რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დინა გასიევასაც დაუდასტურდა.
_________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#კორონავირუსი
#ცხინვალი
#goridaily
#ახალიამბები
წყარო: interpress.ge