თამარ ბაჩალიაშვილის საქმე -  გამოძიებამ ახალი კამერების ჩანაწერები ამოიღო

Tbilisi Daily

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე, გამოძიებამ დღეს ახალი კამარების ჩანაწერები ამოიღო. საგამოძიებო მოქმედებები დღეს სოფელ ტბისში მიმდინარეობდა. სამართალდამცველებმა სათვალთვალო კამერების ჩანაწერები საკალმახე ,,ადმირალიდან" ამოიღეს. აღნიშნული საკალმახე იმ ადგილიდან, სადაც ბაჩალიაშვილის ცხედარი იპოვეს, დაახლოებით ხუთი კილომეტრით არის დაშორებული. ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ ახალმა კადრებმა, გადაადგილების მარშრუტებისა და დროების განსაზღვრაში, შესაძლოა, მეტი სიცხადე შეიტანოს. შეგახსენებთ, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს. ოჯახის მოთხოვნით, საქმის გამოძიებას თბილისის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს.