გარდაიცვალა ბორჯომში კორპუსის აფეთქების შედეგად დაშავებული ქალი

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ინფორმაცია 75 წლის ქალის გარდაცვალების შესახებ ბორჯომის "ჯეო ჰოსპიტალის" დირექტორმა დაადასტურა. „პაციენტი შემოიყვანეს უგონო მდგომარეობაში, მრავლობით, სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმებით. რეანიმაციული ღონისძიება ტარდებოდა საათნახევრის განმავლობაში, პაციენტი სამწუხაროდ დაიღუპა სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმების გამო“, - აღნიშნა კლინიკის დირექტორმა. აფეთქება (სავარაუდოდ ბუნებრივი აირის) 22 ოქტომბერს, ლიკანში, მრავალსართულიანი კორპუსის მეორე სართულზე მოხდა. ადგილობრივმა ადმინისტრაციამ დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსის 30-მდე მაცხოვრებელი სასტუმროებში გადაიყვანა. https://www.radiotavisupleba.ge/a/32096783.html

Source: radiotavisupleba.ge