სოფელ კაბალში მამაკაცი დაჭრეს

Tbilisi Daily

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ კაბალში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მამაკაცი დაჭრეს. მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ თანასოფლელებს შორის კონფლიქტის დროს ერთმა მეორეს გულ-მკერდის არეში, ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ადგილობრივ კლინიკაში გადაიყვანა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.