მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ვირუსი ცხოველური წარმოშობისაა და ის ხელოვნურად არ შეუქმნიათ
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/?newsid=141954
მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ვირუსი ცხოველური წარმოშობისაა და ის ხელოვნურად არ შეუქმნიათ-განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრეს-სპიკერმა ფადელა ჩაიბიმ.
„ამ ეტაპზე კორონავირუსის წყაროს დადგენა შეუძლებელია, თუმცა არსებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ვირუსი ცხოველური წარმოშობისაა და ის ხელოვნურად არ შეუქმნიათ. სავარაუდოდ ის ბუნებრივად არსებობდა ღამურებში“, – განაცხადა ჯანმოს პრესსპიკერმა.
მისივე თქმით, ყველა უნდა იყოს ფოკუსირებული ფაქტებზე და არა „შეთქმულების თეორიებზე“.
შეგახსენებთ, რომ მანამდე „ფოქს ნიუსმა“ გაავრცელა ცნობა, რომ ახალი კორონავირუსით პირველი ინფიცირებული უხანში მდებარე ვირუსოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელი იყო, რასაც ჩინეთში უარყოფენ.