ისრაელში კორონავირუსის სამკურნალოდ ახალი პრეპარატი გამოიგონეს

Tbilisi Daily

ისრაელში პრეპარატი Allocetra შექმნეს, რომლის მეშვეობითაც კორონავირუსთან ეფექტიანი ბრძოლაა შესაძლებელი. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. პრეპარატი ისრაელის კომპანია Enlivex Therapeutics-მა შექმნა. კორონავირუსით ინფიცირებული მძიმე მდგომარეობაში მყოფი ხუთი პაციენტი, რომლებსაც Allocetra-თი უმკურნალეს, რამდენიმე დღის შედმეგ მთლიანად გამოჯანმრთელდა. გარდა ამისა, ანალიზებმა აჩვენა, რომ მათ სისხლში ვირუსი აღარ იყო.