მინდა ვუთხრა ივანიშვილს, "შე უდღეურო", ხელი არ წაგიცდეს გაყალბებაზე – სააკაშვილი

Pirveliradio Ge

მინდა ვუთხრა ივანიშვილს, "შე უდღეურო", ხელი არ წაგიცდეს გაყალბებაზე – ამის შესახებ განცხადება, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა ზუგდიდში ,,ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას“ მაჟორიტარობის კანდიდატის მალხაზ ჯალაღონიას წარდგენაზე გააკეთა. "ივანიშვილი ემზადება დიდი გაყალბებისთვის, ჩვენ ვემზადებით ამ გაყალბების შესაჩერებლად და დიდი გამარჯვებისთვის. მინდა ვუთხრა ივანიშვილს, შენ უდღეურო, ხელი არ წაგიცდეს გაყალბებაზე, შენი ქურდული ხელი არ წაგიცდეს ქართველი ხალხის თავისუფლების მოპარვაზე. იცოდე, მზად ვართ აქამდე ყველაფერი გაპატიოთ და თვალი დავხუჭოთ, ოღონდ გვერდზე გაიწიო, ამოასუნთქებინო ხალხს და მისცე ხალხს განვითარების საშუალება. თუმცა, ამ დანაშაულს საქართველო არასდროს არ გაპატიებს. კარგად შეხედე ზუგდიდს და დაიმახსოვრე, 6 დღეში ან წყნარად გაჩოჩდები ხელისუფლებიდან, ან ნამდვილად არ შეშურდება შენი ბედის არცერთ მომავალ თაობას, ეს იქნება ყველაზე საზიზღარი ბედი ნებისმიერი ადამიანის ისტორიაში. ეს არის შენი ბოლო გაფრთხილება ზუგდიდიდან, მთელი საქართველოს სახელით“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.