ბათუმელებს TOEFL-სა და სხვა ტესტების დაწერა სახლიდან შეეძლებათ

Batumi Daily

საგანმანათლებლო ორგანიზაცია ETS-ი TOEFL-ის ტესტის სახლიდან გაუსვლელად დაწერის საშუალებად ისტორიაში პირველად სთავაზობს მსურველებს. ამის შესახებ კომპანიის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა. ამ დრომდე, ბათუმელი მსურველები ძირითადად თბილისში ან თურქეთში აბარებდნენ ტესტს. ტესტის კომპიუტერული ვერსია გამოყოფილ ცენტრებში ტარდებოდა, შემდეგ კი ბათუმშიც გახდა შეზღუდულად ტესტის ჩაბარება შესაძლებელი. თუმცა ტესტი ტარდება სპეციალურად გამოყოფილ თარიღებში, რაც მსურველებს ხშირად პრობლემებს უქმნიდა. კორონავირუსით გამოწვეული სირთულეების გათვალისწინებით, ისტორიაში პირველად კომპანიამ ტესტის მსურველებს გამოცდის ჩაბარება სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ-რეჟიმში შესთავაზა. TOEFL-ის გარდა, სახლიდან შეგეძლებათ GRE, HiSET, Praxis, GACE, EXADEP და PPAT გამოცდებიც ჩააბაროთ. ტესტზე დარეგისტრირება კომპანიის ოფიციალურ საიტზეა შესაძლებელი. ტესტის დროს დამკვირვებელი კამერისა და მიკროფონის საშუალებით დაგაკვირდებათ, ამიტომ რეკომენდირებულია წყნარ გარემოსა და მარტოობაში ტესტის წარმართვა. ტესტის ბოლოს, გამოცდის ქულების ნაწილი ცნობილი გახდება, აქამდე ყველა ტესტის ქულა მხოლოდ რამდენიმე კვირაში ხდებოდა ცნობილი. #TOEFL #ტესტირება #სახლი #batumidaily