გასაბჭოების შემდეგ გორში დახურული ეკლესიებისა და ,,გაკრეჭილი" სასულიერო პირების სია
Gori Daily
გასაბჭოების შემდეგ გორში უამრავი ეკლესია დაიხურა და ძალიან ბევრ მღვდელს ჩამოართვეს წირვის ჩატარების უფლება. გორის არქივში დაცული მასალა გვიყვება იმის შესახებ , თუ რა მდგომარეობა იყო გორში გასაბჭოების პირველ წლებში. გორის სამაზრო აღსაკომის ერთერთ მოხსენებაში სიამაყით წერენ რომ გორში ხალხის დამაქცეველი რელიგია ერთი ხელის დაკვრით მოისპო და ხალხმა თავისივე ნებით დახურა 217 ეკლესიიდან 214 ეკლესია. ამასთანავე გადაკეთდა რელიგიური დღესასწაულები კუტლურულ დღესასწაულებად.
დახურული ეკლესიების სია კი ასეთია
1. ატენის ღვთისმშობლის ეკლესია - მღვდელი ედილაშვილი გაბრიელ.
2. ორმოცის ღვთისმშობლის ეკლესია - მღვდელი პაპელიშვილი გიორგი.
3. რეხის ღვთისმშობლის ეკლესია - მღვდელ-მონაზონი გიორგი დარჩია.
4. დიდი გარეჯვრის ღვთისმშობლის ეკლესია - უმცროსი მღვდელი მჭედლიძე ვანო.
5. თორტიზის ღვთისმშობლის ეკლესია - დეკანოზი მცხვეთაძე ლეონტი.
6. ხელთუბნის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია - დეკანოზი იროდიონ ოქროპირიძე.
7. სვენეთის ღვთისმშობლის ეკლესია - მღვდელი ხახანოვი გაბო.
8. რეხის ეკლესია - მღვდელი ხახანოვი გაბო.
9. ბერბუკის მთავარანგელოზის ეკლესია - დეკანოზი იროდიონ ოქროპირიძე. თან ერთვის
#საინტერესოფაქტები
#საინტერესო
#ისტორია
#goridaily