თბილისში საპროტესტო აქციას გორელებიც შეუერთდნენ
Gori Daily
თბილისში საპროტესტო აქცია დაიწყო, რომელიც დღეს 15 საათზე იყო დანიშნული. აქციას აქტივისტები შიდა ქართლიდანაც შეუერთდნენ.
ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები, აქტივისტები და მოქალაქეები რუსთაველზე, პარლამენტის წინ შეიკრიბნენ.
ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს,
პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს და აქციებს ხელისუფლებაზე ზეწოლის ერთ-ერთ ინსტრუმენტად განიხილავს.
,,ვეურთდებით აქციას, ვაპროტესტებთ იმ შედეგებს, რაც ცესკომ შემოგვთავაზა. არ ვაღიარებთ არჩევნების შედეგებს" - ამბობს გორის ორგანიზაციის წარმომადგენელი ანო ბალიაშვილმა.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#ახალიამბები
#აქცია
#გორი
#goridaily
წყარო: qartli.ge