ბესელია დენდროლოგიურ პარკზე: ივანიშვილს კარგად გამოსდის კარგი საქმეები, დაანებოს ქვეყნას თავი
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
საქართველოს პარლამენტის წევრი, ეკა ბესელია "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მიერ დენდროლოგიური პარკის გაკეთებას პოზიტიურად აფასებს. მისი თქმით, ადამიანი ბოროტი თუ არაა, მოეწონება, როცა ქვეყანაში რაღაც კეთდება, ლამაზდება, მწვანდება.
"კარგად გამოსდის ამ ადამიანს კეთილი საქმეების კეთება და გააკეთოს და დაანებოს თავი ქვეყნის მართვას თავი - ესაა ჩემი მთავარი რჩევა", - თქვა ბესელიამ.
გუშინ რამდენიმეწლიანი მშენებლობის შემდეგ გურიაში დენდროლოგიური პარკი გაიხსნა. "ქართული ოცნების" ინფორმაციით, ბაღი 60 ჰექტარზეა გაშენებული და ადგილობრივი და მსოფლიო ეგზოტიკური ფლორის ათასობით სახეობას აერთიანებს.
პარკის მშენებლობის დროს არაერთხელ გამართულა აქცია. მოქალაქეები და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელები აპროტესტებდნენ მრავალწლიანი ხეების გადარგვას. აცხადებდნენ, რომ ბუნებას ფასდაუდებელი ზიანი ადგებოდა და მის აღდგენას ათეული წლები დასჭირდებოდა.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30730240.html
#ახალი_ამბები
#twitter