შსს-ს მაღალი პროფესიონალიზმით მოქმედების შედეგად ყველა მძევალი უვნებლად გადარჩა – ოხანაშვილი
Pirveliradio Ge
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე განხორციელებული თავდასხმას, სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი პროფესიონალიზმით მოქმედების შედეგად ყველა მძევალი უვნებლად გადარჩა.
"მჯერა, კარგად გვაქვს გააზრებული, თუ რამდენად მძიმე იქნებოდა ყველასთვის, ერთი მძევალი მაინც რომ დაღუპულიყო. პოლიციელი გმირია! ავთანდილ გალდავა გმირია!" - წერს ოხანაშვილი.