კომპანია ZAG-ის დირექტორის თამარ კობერიძის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს

Pirveliradio Ge

კომპანია ZAG-ის დირექტორის თამარ კობერიძის სახლში ჩხრეკა უნდა დაიწყოს. მის სახლთან ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელები არიან მობილიზებულები. თამარ კობერიძის ადვოკატი, ქეთევან მირიანაშვილი, საგამოძიებო მოქმედებებს "ბაჩანას გამოძიებას" უწოდებს და მოითხოვს, რომ ჩხრეკის ოპერაცია თავად ბაჩანა ლობჟანიძის სახლშიც ჩატარდეს. "გრძელდება ბაჩანას გამოძიება. შემოვიდნენ პირად ჩხრეკაზე. ყველანაირი ინფორმაცია კომპანიას და კომპანიის თანამშრომლებს მიწოდებული აქვთ და რა უნდათ კიდევ, არ ვიცი. ეს საგამოძიებო მოქმედებები არის ბაჩანას გამოძიება. მაქვს კითხვა საგამოძიებო ორგანოსთან - არის თუ არა თავად ბაჩანა ლობჟანიძის სახლში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები და მიმდინარეობს თუ არა შესაბამისი გამოძიებები. კობერიძის სახლის ჩხრეკა მიმდინარეობს, თუმცა საგამოძიებო მოქმედებები კომპანია ZAG-ის სხვა თანამშრომლების სახლშიც მიმდინარეობს. რა კავშირში შეიძლება იყოს პირადი სახლის ჩხრეკა და რას ეძებენ და რა სურთ არ ვიცი“, - განაცხადა ადვოკატმა ქეთი მირიანაშვილმა.