გორში ტრანსპორტის სააგენტოს თანამშრომლები თვითიზოლაციაში გადავიდნენ
Gori Daily
გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოს თანამშრომლები თვითიზოლაციაში გადავიდნენ. ინფორმაციას აღნიშნული სააგენტო სოციალურ ქსელში შექმნილ ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს.
"კორონავირუსის(COVID-19) გავრცელებასთან დაკავშირებით, გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოს თანამშრომლები გადავიდნენ თვითიზოლაციაში. გამოცხადებულ ვაკანსიაზე დოკუმენტების მიღება განახლდება 2020 წლის 16 ნოემბრიდან (11:00-18:00 საათებში)", - ნათქვამია განცხადებაში.
ინფორმაციისთვის, ტრანსპორტის სააგენტოს მძღოლების შესარჩევად ვაკანსია 29 ოქტომბერს გამოაცხადა.
_________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.Feedc არის მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#ახალიამბები
#გორი
#goridaily
#შიდაქართლი
წყარო: რადიო მოზაიკა