მსოფლიოში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 800 000-ს გადააჭარბა

Tbilisi Daily

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 800 000-ს გადააჭარბა. „გარდიანის“ ინფორმაციით, ვირუსის ლეტალური შემთხვევების რიცხვი ბოლო 11 კვირაში გაორმაგდა. მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო მაჩვენებელი უკვე 23 მილიონს უახლოვდება.