აშშ-მა წყნარ ოკეანეში ლაზერული იარაღი გამოსცადა

Tbilisi Daily

ამერიკელმა სამხედროებმა უპილოტო საფრენი აპარატის გასანადგურებლად ლაზერული იარაღი გამოსცადეს. იარაღი 16 მაისს შეამოწმეს. დანადგარი აშშ-ის სატრანსპორტო-სადესანტო ხომალდ „პორტლანდზე“ განათავსეს, რომელიც პერლ-ჰარბორის ბაზის მახლობლად იმყოფებოდა. პენტაგონის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ნათელი სხივი და ცეცხლმოკიდებული უპილოტო საფრენი აპარატი ჩანს. აშშ-ის სამხედროებმა ლაზერული იარაღი არაერთხელ შეამოწმეს, მაგრამ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მოწყობილობა მფრინავი აპარატის წინააღმდეგ ზღვაში შემოწმდა.