საქართველოში მხოლოდ 1 დღეში 11 ათასზე მეტი PCR ტესტი ჩატარდა

Tbilisi Daily

16 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში 11 125 PCR ტესტი ჩატარდა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა. „დღეში სწრაფი ტესტების ჩატარებაზე ვსაუბრობდი, როდესაც 1506 გამოვაცხადე წინა დღეებში. მას ძირითადად სატვირთო ავტომანქანების მძღოლებს უტარებენ, ხოლო PCR ტესტების რაოდენობა 16 აგვისტოს შემდეგ მზარდია. იყო დაახლოებით 7000 და 16 სექტემბრის მონაცემებით, ჩატარებულია 11 125 PCR ტესტი“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. საქართველოში COVID19-ის 179 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 10 ადამიანი. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 2 937 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1422 შეადგენს. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.