"არ არსებობს გადაადგილების შეზღუდვის აუცილებლობა" - რიონის ხეობაში სახალხო დამცველი ჩავიდა
Kutaisipost
სახალხოდამცველი
ნინოლომჯარიარიონისხეობაშიჩავიდადა
ადგილობრივებს ხვდება.
ნინოლომჯარიასთქმით,არარსებობსსაჭიროებაადგილობრივებსშეეზღუდოსგადაადგილებისუფლება.
"პირველ რიგში, ვიტყვი გადაადგილებასთან
დაკავშირებით, ჩვენ ვერ დავინახეთ რა საჭირო იყო გადადგილებაზე
შეზღუდვის დაწესება, მითუმეტეს არანაირი წინაღობა, ძალობაზე მინიშნება
არ ყოფილა. სამწუხაროდ, ვერც ადგილზე მივიღე პოლიციელებისგან
განმარტება, თუმცა ჩვენ უკვე ოფიციალურად მიმართული გვაქვს შინაგან
საქმეთა სამინისტროზე ამ საკითხთან
დაკავშირებით.
არამხოლოდ ბლოკპოსტთან, ზოგადად
გამოყენებულ ღონისძიებებთან დაკავშირებითაც მივმართეთ, რასაც პოლიცია
იყენებს ადგილზე და ჩვენ შევისწავლით სამართლებრივ მხარეს, რა
არგუმენტაცია აქვს პოლიციას, დღეს როგორც აქტივისტებისგან მოვისმინე,
მათ შორის არაკომენდნატის საათის დროსაც კი მათ აქვთ შეზღუდული
გადაადგილების უფლება, არანაირი დასაბუთება მე ჯერ არ მომისმენია, არც
საჯარო, არც ოფიციალურად და არც ადგილზე მიმიღია , გამოყენებული
ღონისძიება - გადაადგილების შეზღუდვა არის არაპროპორციული, დღეს
არანაირი საჭიროება არ არის გადაადგილება კონტროლდებოდეს აქ, არც
ძალადობრივი აქცია არ არის დაანონსებული, არც წინაპირობა არ არის
იმისა რომ ასეთი მკაცრი ღონისძიებები დაწესდეს", - განმარტა
ნინო ლომჯარიამ.
სამართალდამცველებს გზები სოფელ გუმთთან აქვთ
გადაკეტილი, საიდანაც მკაცრად აკონტროლებენ ხეობაში
შემსვლელებს.
რიონის ხეობაში გადაადგილებაზე შეზღუდვა 3 აპრილს დაწესდა მას
შემდეგ დაწესდა, რაც სოფელ ნამოხვანში ჰესის მშენებელი კომპანიის
ახალი დირექტორი სამართალდამცავებთან
ერთად ჩავიდა.
ხეობაში მისი ჩასვლის პარალელურად
განახლდა ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები, რამაც ადგილობრივების
პროტესტი გამოიწვია. იმავე დღეს, პოლიციამ ჩაკეტა ნამოხვანთან
მისასვლელი გზა, დააკავა ორი და ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის
გამო დააჯარიმა 12 აქტივისტი.
ამის შემდეგ, ხეობის მცველებმა
გუმათჰესთან მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს და კიდევ ერთი კარავი
გაშალეს. რიონის ხეობაში ახლა პროტესტის ორი ლოკაცია და ხუთი კარავია
გაშლილი.
ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებმა უკვე 165-ე ღამე
გაათიეს კარვებში. ისინი მოითხოვენ კომპანია "ენკამ" დატოვოს რიონის
ხეობა, შეწყდეს ჰესის მშენებლობა და გადადგეს ეკონომიკის მინისტრი
ნათია თურნავა. ხეობის მცხოვრებლებისთვის მიუღებელია მთავრობის
ხუთპუნქტიანი შეთავაზება, რადგან, როგორც ისინი აცხადებენ,
ხელისუფლების გეგმა მათ მოთხოვნებს არ პასუხობს.
ამავე თემაზე:
"ჰესის არ აშენება არ
განიხილება'' - ნათია თურნავა ნამახვანჰესზე
ხეობის
მცველებმა გუმათში კარავი გაშალეს
"ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს და ასე გაგრძელდება" –
"ენკას" ახალი დირექტორი
ნამახვანში
პოლიციამ ორი პირი დააკავა
რიონის ხეობაში ნამახვანჰესის სამშენებლო სამუშაოები
განახლდა
რიონის ხეობის "მცველები" ღამეს ქუთაისის ცენტრში, მანქანებში
ათევენ
რიონის ხეობის ,,მცველები'' ნათია თურნავას გადადგომას
ითხოვენ
რიონის ხეობის "მცველების" საპროტესტო აქციამ
შესაძლოა თბილისში გადაინაცვლოს
ქუთაისში ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქცია
დაიწყო
"ნამახვანჰესის“ კაშხლის და წყალსაცავის
მშენებლობა იქამდე არ დაიწყება, ვიდრე კვლევების გადამოწმება არ
მოხდება"
"ეს არის მოსახლეობის მასხრად აგდება'' -
მინისტრებმა ხეობის "მცველებთან" გამართული შეხვედრა
დატოვეს
რიონის ხეობაში კომპანია ,,ენკა''
სამუშაოებს
აგრძელებს
"დავაკონკრეტოთ
პრობლემა რაშია" - ნათია თურნავა ნამახვანჰესის
მოწინააღმდეგეებს
რაზე
შეთანხმდნენ რიონის ხეობის „მცველები“და
მინისტრები
http://www.kutaisipost.ge/ka/akhali-ambebi/article/20297-rionis-kheobashi-sakhalkho-damcveli-chavida