ხორვატიის დედაქალაქის მახლობლად კვლავ განმეორდა ძლიერი მიწისძვრა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ხორვატიაში ორ დღეში ზედიზედ მეორე მოხდა მიწისძვრა, რამაც სერიოზულად დააზიანა ქვეყნის ქალაქები და დასახლებული პუნქტები, მათ შორის დედაქალაქი ზაგრები. ხმელთაშუა ზღვის ევროპული სეისმოლოგიური ცენტრის ცნობით, 6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი მდებარეობდა ზაგრებიდან 46 კილომეტრით დაშორებულ რაიონში. მსხვერპლის შესახებ ცნობები ჯერჯერობით არ ყოფილა. წინასწარი ინფორაციით, მიწისძვრამ ზოგიერთ ადგილას გამოიწვია ნგრევა, ძალიან დააზიანა შენობების ფასადები და მოგლიჯა სახურავები. ზაგრების სამხრეთით მდებარე ქალაქ პეტრინიაში მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს მამაკაცი და ბავშვი, ორივენი, საბედნიეროდ, ცოცხლები აღმოჩნდნენ. მძლავრი ბიძგები იგრძნობოდა მეზობელ სერბეთსა და ბოსნია-ჰერცეგოვინაში. https://www.radiotavisupleba.ge/a/31024795.html #ახალი_ამბები #twitter