სოხუმის რამდენიმე სკოლაში კარანტინი გამოცხადდა

Sokhumi Daily

სოხუმის მეორე და მეათე საჯარო სკოლებში კარანტინი გამოცხადდა. მიზეზი მასწავლებლების ეჭვებია იმის თაობაზე, რომ შესაძლოა მათ კოვიდ - 19 დაუდასტურდეთ. სოხუმის საქალაქო, დე ფაქტო ადმინისტრაციის განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ასტანდა ტარკილმა განაცხადა, რომ "ხვალიდან ორი სკოლა გაიგზავნება ადრეულ შვებულებაში ორი კვირით, იმის გამო, რომ, პირველ რიგში, ბავშვების ნაწილი არ დადის სკოლაში. ასევე, მასწავლებლების ნაწილი თვითიზოლაციაში გავაგზავნეთ. მათ არ აქვთ COVID-19 დადასტურებული, მაგრამ არის შანსები“ - თქვა ტარკილმა. სოხუმის დანარჩენი სკოლებში ჩვეულ რეჟიმში გრძელდება სასწავლო პროცესი. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #SokhumiDaily #Sokhumi #სოხუმი #აფხაზეთი #ახალიამბები #აფხაზეთისაქართველოა