დაკავება “ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჭიათურაში გამართული „ქურდული შეკრების“ და 'ქურდული სამყაროს' წევრებისთვის ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენლისთვის საწარმოს მოგების 30%-ის გადახდის იძულების ფაქტთან დაკავშირებით კიდევ ერთი ადამიანი დააკავა. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული მონაწილეობდა მიმდინარე წლის 12 მარტს, 'ქურდული სამყაროს' წევრების, ამჟამად პატიმრობაში მყოფების ორგანიზებით მოწყობილ ე.წ. -ულ „ქურდულ შეკრებაში“.