"ანუ ტელევიზიაში აპირებთ შემოსვლას ძალით? შემოჭრას?..ომი გინდათ?" – გრიგოლია
Pirveliradio Ge
ანუ ტელევიზიაში აპირებთ შემოსვლას ძალით? შემოჭრას?..ომი გინდათ? – ამის შესახებ ,,ტვ პირველის" გენერალური დირექტორი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში წერს.
"ინგა გრიგოლია tuSpog2nsoiremd · ანუ ტელევიზიაში აპირებთ შემოსვლას ძალით? შემოჭრას? იმიტომ რომ არ შემოგიშვებთ ! ომი გინდათ? და მარტო იმიტომ გადაწყვიტეთ ეს, რომ ერთი კაცი გაბრაზდა? რატომ გამახსენდა შევარდნაძის დროის ,,რუსთავი ორი,,? დახურვის სურვილით აღგზნებულები რომ მიადგნენ დოკუმენტებით და მერე რითიც დამთავრდა,ყველამ ვიცით? აბა გაბედეთ! Vato Tsereteli ხომ იცი, მრავლისმნახველი ვარ და ასეთი ამბების ფინალიც ვიცი." – წერს გრიგოლია.
სასამართლომ პროკურატურას ,,TV პირველი"-დან მასალების ამოღების უფლება მისცა. როგორც განჩინებაში წერია, საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელ პირს ან ორგანოს უფლება აქვს, წინააღმდეგობის გაწევისას გამოიყენოს იძულების პროპორციული ზომა.