აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი თეთრ სახლს ტოვებს
Tbilisi Daily
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის უფროსი მრჩეველი კელიენ კონუეი ამ თვის ბოლოს თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ გამოცემა The Washington Post წერს.
მედიის ინფორმაციით, კონუეიმ გადაწყვეტილება ოჯახური მიზეზებით მიიღო. მას სურს, მეტი დრო შვილებს დაუთმოს.
"ეს მთლიანად ჩემი გადაწყვეტილებაა და მე ჩემს აზრს გამოვხატავ. დროთა განმავლობაში ჩემს სამომავლო გეგმებზე განცხადებას გავაკეთებ", - განაცხადა კონუეიმ.
Washington Post წერს, რომ კონუეი დონალდ ტრამპის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული მრჩეველი და მხარდამჭერი იყო.