სოფელ ნახიდური და მოსხნილი შეზღუდვები
Marneuli Daily
სოფელ ნახიდურში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები აღარ მოქმედებს. ადგილობრივ ფერმერებს საადრეო კარტოფილის რეალიზაცია ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე შეუძლიათ.
დღეს მოსავლის აღების პროცესს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან დავით შერაზადიშვილთან და მაჟორიტარ დეპუტატ გოგი მეშველიანთან ერთად დაესწრო.
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ფერმერებს მოსავლის რეალიზაციასთან დაკავშირებული ყველა საჭირო ინფორმაცია პირადად მიაწოდეს. ასევე მათ მოსახლეობას სახელმწიფოს მიერ შექმნილი სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა - „ზრუნვა სოფელზე და ფერმერზე” გააცნეს.
#სოფლისმეურნეობა
#ნახიდური
#მარნეული
#MarneuliDaily