როგორ იქცა ბავშვობაში ენგურზე შეგროვებული ქვები ბიზნეს იდეად?

Zugdidi Daily

პატარა გოგო თავისი თანატოლების მსგავსად, ბავშვობაში, მდინარე ენგურზე ლამაზ ქვებს აგროვებდა და მათგან ფიგურების გაკეთებას ცდილობდა. ხატვა არ იცოდა, თუმცა კონტურებს მაინც ჯიუტად ავლებდა. რომ გაიზარდა, გადაწყვიტა ხელსაქმეს დაუფლებოდა, რომ ლამაზი და ბრჭყვიალა ნივთები შეექმნა. ანა გულორდავა 25 წლისაა, ის აფხაზეთის მოსაზღვრე სოფელ კოკში ცხოვრობს. ანა მე-8 კლასში იყო, როცა პირველი ხელნაკეთი ნივთი გაყიდა. "ბავშვობაში ძალიან მიყვარდა ჩხირკედელაობა. ქვებისგან, ნიჟარებისსგან ვაკეთებდი ნივთებს, სულ პირველი სერიოზული ნამუშევარი იყო ბრინჯისგან და ქვებისგან დამზადებული ზარდახშები, რომელიც სკოლიდან ერთ-ერთ საქველმოქმედო გამოფენაზე გავიტანე და გავყიდე. შემდეგ დავიწყე ბისერებზე მუშაობა. ფერადი ფუშფუშა კაბებიც შევკერე აქაური საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის". როცა დარწმუნდა, რომ ხელსაქმე გამოსდიოდა, გადაწყვიტა პროფესიული კურსები გაევლო და ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში ქარგვას და თექაზე მუშაობას დაეუფლა, ხოლო მას შემდეგ რაც სტუდენტი გახდა, გადაწყვიტა "სტუდენტობისას, მინდოდა ჩემი ჯიბის ფული მქონოდა და არ ვყოფილიყავი მშობლებზე დამოკიდებული, გადავწყვიტე ჩემი საყვარელი საქმე ბიზნესად მექცია, დავიწყე თექის ჩანთებზე და სამაჯურებზე მუშაობა, შევქმენი ფეისბუკგვერდი, სადაც განვათავსე ჩემი ნამუშევრები, რის შემდეგაც დავიწყე შეკვეთების მიღება" ანამ უმაღლესი განათლება ბიზნესის და სამართალმცოდენობის მიმართულებით მიიღო, ამჟამად, ერთ-ერთ კომპანიაში მენეჯერად მუშაობს, თუმცა ცდილობს მაინც გამონახოს დრო ხელსაქმისთვის. გასაყიდად ძირითადად, თექის ჩანთებს და სამაჯურებს ამზადებს, მუშაობს ასევე პეიზაჟებზე, პორტრეტებზე, რომელიც მულინის ძაფითაა შესრულებული, მაგრამ ვინაიდან ამ ნამუშევრების დამზადებას გაცილებით მეტი დრო სჭი "სანთლები გავაკეთე სხვადასხვა ფორმის და ფერის, თუმცა მას ხის სადგამები სჭირდება, რომლის გამოჭრაში მამა უნდა დამეხმაროს, როგორც ვხედავ სანთლებს აქ არავინ ამზადებს, და ვფიქრობ, რომ კარგად გამეყიდება", - ამბობს ანა. მისთვის ხელსაქმე არა მხოლოდ საუკეთესო თერაპია, ეკონომიკური გაძლიერებისთვის საუკეთესო საშულებაც აღმოჩნდა: "ქალს თავისი საქმე და თავისი ფული უნდა ჰქონდეს ნებისმიერ ასაკში, ოჯახს როცა შევქმნი, მაშინაც ვეცდები ჩემი ფული მქონდეს, რომ არ ვიყო დამოკიდებული მამაზე, ან ქმარზე", - ამბობს ახალგაზრდა მეწარმე. "მოცემული კონტენტი საქართველოში აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით აირექსის-ის მიერ განხორციელებული "საქართველოს მედია პარტნირობის პროგრამის" (GMPP) მხარდაჭერით შეიქმნა. გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორის პოზიციას". ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. წყარო: livepress.Ge #zugdididaily #სამეგრელო #მეწარმე #კოკი