ეპიდვითარება ოკუპირებულ აფხაზეთში
Sokhumi Daily
გასული 24 საათის მონაცემებით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე 560 ადამიანი გამოიკვლიეს, მათგან 101-ს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას დე ფაქტო რესპუბლიკაში Сovid 19-სგან მოსახლეობის დაცვის მიზნით შექმნილი "ოპერატიული შტაბი" ავრცელებს. ამავე ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 3 პაციენტი.
77 წლის მამაკაცი სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობის კურსს, 52 წლის ქალი კი ტყვარჩელის საავადმყოფოში იყო მოთავსებული. რაც შეეხება 96 წლის მამაკაცს, ის გალში მკურნალობდა.
ამ ეტაპზე გუდაუთის ინფექციურში 100 ინფიცირებული მკურნალობს, აქედან 39-ის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 35, ტყვარჩელის კლინიკაში 18, ხოლო ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში 22 კოვიდდადებითი პაციენტი იმყოფება. რაც შეეხება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ სოხუმში მოწყობილ მობილურ ჰოსპიტალს, იქ ამჟამად 49 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული, მათგან 5-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
აფხაზეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 8 236 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია 105, გამოჯანმრთელდა 6 508 ადამიანი.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#SokhumiDaily #Sokhumi #სოხუმი #აფხაზეთი #ახალიამბები #აფხაზეთისაქართველოა