ტაქსით 2 მგზავრზე მეტის გადაყვანა დიდხანს აიკრძალება

Tbilisi Daily

ტაქსით 2 მგზავრზე მეტის გადაყვანის აკრძალვა დიდხანს დარჩება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა. „დარჩება თუ არა ძალაში რეკომენდაციები ტრანსპორტში სამკაციანი შეზღუდვის შესახებ ეს რეკომენდაციების ის სახეობაა, რომელიც უზრუნველყოფს გადაადგილების გარკვეულ შემცირებას და ეს გამოიყენება ბევრგან და ის ასოცირებულია ტაქსებით გადაადგილების გარკვეულ შეზღუდვებთან და რაც ნიშნავს იმას, რომ მძღოლის გვერდით არავინ უნდა იჯდეს. მგზავრები უნდა განლაგდნენ უკანა სავარძელში, იგივე მიდგომა გამოყენებულია კერძო ავტომობილებით გადაადგილებისას, როდესაც მძღოლი მარტო ზის წინა რიგში და 2 ადამიანი განსაზღვრულია უკანა რიგებისთვის. მოხსნა ამ შეზღუდვების უნდა მოხდეს ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით და თუ ეპიდისიტუაცია მოგვცემს ამის საშუალებას პირველ რიგში, დაშვება უნდა მოხდეს კერძო ავტომობილებით სარგებლობისას, როდესაც მძღოლის გარდა დამატებით ორზე მეტი მგზავრის დაშვება უნდა მოხდეს, თუმცა ტაქსებისთვის 2 მგზავრი, ისიც უკანა სავარძელზე ხანგრძლივად იქნება შენარჩუნებული“, - განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა. #news #ტაქის #აკრძალვა #მგზავრობა #tbilisidaily #dailynews